სამების საკათედრო ტაძარში ძლიერი დაკვამლიანებაა

სამების საკათედრო ტაძარში ძლიერი დაკვამლიანებაა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, კვამლი სამების ტაძრის პირველ სართულზეა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერას ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრიდან მოქალაქეების ევაკუირება დროულად მოხერხდა. ამ დროის მონაცემებით დაშავებული არავინაა.

მსგავსი სიახლეები