პირადი ცხოვრებისა და ოჯახის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე სასჯელის გამკაცრება იგეგმება

30

პირადი ცხოვრებისა და ოჯახის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე სასჯელის გამკაცრება იგეგმება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და კომიტეტების ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც დაესწრო.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, პირადი და ოჯახური საიდუმლობის სივრცე უფრო მკაცრად უნდა იყოს დაცული.

“უნდა იყოს უფრო მეტად და უფრო მკაცრად დაცული პირადი და ოჯახური საიდუმლოების სივრცე, რაც შეიძლება რომ ცალკე მუხლად იყოს გამოტანილი – პირადი და ოჯახური საიდუმლოება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს დაცული სიკეთე და აქ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სასჯელები იყოს გამკაცრებული”, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც თამარ ქალდანმა აღნიშნა, შეჯერება მოხდა საინტერესო ვერსიაზე, რომელიც შემდგომ განხილვებსაც მოიცავს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით კი, მომზადებული იქნება გარკვეული პროექტი, რომელიც თუ რაიმე ხარვეზი არის, ან გასაუმჯობესებელია რეგულარციების კუთხით, ამ ხარვეზებს აღმოფხვრის და ახალ მიდგომებს გაითვალისწინებს, რომელიც ადამიანის პირად ცხოვრებას უფრო მეტად დაიცავს.