ხანძარი სამებაში

35

სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი დღეს დაახლოებით 14.00 საათისთვის გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის კერა სამების ახალგაზრდული ცენტრია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მაშველები ხანძრის ლიკვიდაციას ამ დრომდე ცდილობენ.სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძარი რამდენიმე საათში მთლიანად იქნება ლიკვიდირებული, – ამის შესახებ ზვიად ქაწაშვილმა ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა. მისივე თქმით, მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახერხეს