სლოვაკეთში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთში ახალი ელჩი დანიშნა.  საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება რევაზ გაჩეჩილაძის სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დღეს გამოსცა.
რევაზ გაჩეჩილაძე სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, სომხეთის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. რევაზ გაჩეჩილაძეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 1998 წელს მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები