თბილი ამინდები 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

39

საქართველოს მასშტაბით 24 მარტის ჩათვლით თბილი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, 22 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ, თუმცა ამაღამ შესაძლოა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოყინოს.
“22 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია. რაც შეეხება 23 მარტს, ზოგან მოსალოდნელია წვიმა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
ამაღამ, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია -1, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -5 გრადუსი. რაც შეეხება შემდგომ ღამეებს ყინვები ნაკლებად არის მოსალოდნელია. თბილისში ამაღამ 0 გრადუსი იქნება.
ხვალ დღისით დასავლეთ საქართველოში 10-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. აღმოსავლეთში 11-16 გრადუსი.
23 მარტს როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ უფრო დათბება. თბილი ამინდები 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება”, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.