კობი-ჯვრის უღელტეხილზე ზვავსაშიშროებაა

66

რუსეთიდან საქართველოში მომავალი ათობით სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი დაწესებული ავტოსაგზაო შეზღუდვის გამო, უკვე მეორე დღეა გადაადგილებას ვერ ახერხებს.

მძღოლები და მგზავრები დახმარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, არ აქვთ საკმარისი საკვები და საწვავიც უთავდებათ. ანალოგიური ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზეც.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კობი-ჯვრის უღელტეხილზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ყველა ტიპის სამუშაოა შეჩერებული.

მათი ინფორმაციით, გზის გაწმენდა ზვავსაშიშროების მოხსნის შემდეგ დაიწყება. არ არის გამორიცხული ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროება დღეს დღის მეორე ნახევარში მოიხსნას.