ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო რამდენიმე საათში განაჩენს გამოუტანს

43

რამდენიმე საათში დონეცკის საქალაქო სასამართლო უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენს გამოუტანს. წინასწარი ვერსიით, განაჩენის გამოცხადების პროცესი შესაძლოა, ორ დღეს გაგრძელდეს, თუმცა გამამართლებელი იქნება ის თუ გამამტყუნებელი, დღესვე გახდება ცნობილი.

ბრალდების მხარე უკრაინელი მფრინავისთვის 23 წლიან პატიმრობას ითხოვს, მისი ადვოკატები კი ამბობენ, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას არ ელიან.

პროცესზე დასასწრებად დონეცკში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად უკრაინელი დეპუტატებიც ჩავლენ. სავჩენკოს ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მათ წინააღმდეგ პროვოკაციაა დაგეგმილი.