ბრიუსელში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

45

ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი VRT ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა როადენობა 34-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 150-ს გადააჭარბა.
ტელეკომპანიის ცნობით, 20 ადამიანი ბრიუსელის მეტროში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა, კიდევ 14 აეროპორტში მომხდარი ტერაქტების დროს დაიღუპა.