კამპანია “ეს შენ გეხება” პარტიებთან შეხვედრებს იწყებს

31

კამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს და კონსულტაციებს იწყებენ.

როგორც არასამთავრობოების განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრა გაიმართება ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვინც მხარს უჭერს უკანონო თვალთვალის შესახებ კანონმდებლობის შეცვლის და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივას.

“შეიცვალოს მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულებს ობიექტურად გამოიძიებს – ეს არის “ეს შენ გეხებას” წევრი უფლებადამცველი ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნა დღეს.
კამპანიის წევრები პოლიტიკურ პარტიებს სთხოვენ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივა საარჩევნო პროგრამებში გაითვალისწინონ და პარლამენტში წინადადების წარდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეთავაზების ფარგლებში კამპანიის მონაწილეები დღეს პოლიტიკურ პარტია “გირჩს” შეხვდებიან.