ეუთოს ოფიციალური საიტი ჟენევის მოლაპარაკებების 35-ე რაუნდის შედეგად მიღებული კომუნიკეს შინაარსს აქვეყნებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრები განახლდება.
ასევე შეფასდა ადგილზე არსებული ვითარება. მონაწილეებმა განიხილეს თავისუფლად გადაადგილების საკითხები, ჰუმანიტარული ვითარება, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თემები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თანათავმჯდომარეები მიესალმებიან მონაწილეების პოზიციას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.