ადვოკატი “მაესტროს” წილების საქმეზე ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილის და გია ხუხაშვილის დაკითხვას მოითხოვს

62

საქალაქო სასამართლოში დღეს “მაესტროს” საქმეზე ერთდროულად 2 პროცესი იყო ჩანიშნული თუმცა ორივე გადაიდო. აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელის სადავო 25 პროცენტიანი წილის საკითხზე ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელის  მამუკა ღლონტის ადვოკატმა  მოწმეებად გია ხუხაშვილი ვანო ჩხარტიშვილი და ბიძინა ივანიშვილი დაიბარა, მივა თუ არა ექსპრემიერი ჩვენების მისაცემად სასამართლოში ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. მამუკა ღლონტის ინტერესების დამცველი პაატა კიკვიძე აცხადებს რომ აღნიშნული წილი გია გაჩეჩილაძეს არ ეკუთვნის რადგან ადვოკატის მტკიცებით მან ის რამდენიმე წლის წინ გაასხვისა. სასამართლოს ასევე უნდა განეხილა თუ ვის ეკუთვნის მაესტროს სასაქონლო ნიშანი, შეპესე ტელეკომაპანია მაეტროს დირექტორი ბაჩო კიკაბიძე აცხადებდა რომ, სწორედ ეს პროცესი დაადასტურებდა არის თუ არა საკუთრების უფლება საქართველოში დაცული. თუმცა განხილვა 8 აპრილამდე გადაიდო.