მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმი კომენტარს დილით გააკეთებს,კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მედიისთვის კომენტარი 10:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
როგორც საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, არასრულწლოვან გოგონას ამ წუთებში დიაგნოსტიკური გამოკვლევები უატრდება.მათივე ინფორმაციით, პაციენტი გონზეა.იაშვილის კლინიკაში ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები, საავადმყოფოში ასევე იმყოფებიან შორენა ბეგაშვილის შვილის კლასელები.
შორენა ბეგაშვილის შვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.