რუსეთი აშშ-ს “გრძელვადიან ეგზისტენციალურ საფრთხეს” წარმოადგენს – ბრიდლავი

43

აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების ფონზე, ევროპაში მზვერავი თვითმფრინავების U-2-ის დაბრუნებაა საჭირო. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “Independent”-ი წერს.
ბრიდლავის მოსაზრებით, მზვერავი თვითმფრინავები ძლიერი ინსტრუმენტი იქნება რუსეთის ქმედებებზე მონიტორინგის განსახორციელებლად. როგორც ბრიდლავი აცხადებს, რუსეთი აშშ-ვს “გრძელვადიან ეგზისტენციალურ საფრთხეს” წარმოადგენს.
“Independent”-ის ცნობით, გამოცემამ კომენტარისთვის პენტაგონს მიმართა, თუმცა სამხედრო უწყებამ ბრიდლავის მოწოდებასთან დაკავშირებით განცხადება არ გააკეთა.