შესაძლოა “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწვეტილება მიიღოს

146

შესაძლოა  “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწვეტილება მიიღოს. ამის თაობაზე ინფორმაცია პარლამენტში არაოფიციალურად ვრცელდება. აღნიშნული კომიტეტის წევრი დეპუტატები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის საკითხს შეეხება და თავს იკავებენ იმის დაკონკრეტებისგან, გავა თუ არა “რესპუბლიკური პარტია” არჩევნებზე დამოუკიდებლად. პარტიაში არც იმას აზუსტებენ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში “რესპუბლიკელები” დატოვებენ თუ არა კოალიციურ უმრავლესობას და დაკავებულ სახელმწიფო თანამდებობებს. პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილების დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ რესპუბლიკური პარტიის წევრები და ამბობენ, რომ პარტია განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს. პარტიის სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს რესპუბლიკელების თავმჯდომარე . ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტიის გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მისი თქმით, მანამდე იქნება ვარაუდებიც და სპეკულაციებიც, მათი მხრიდან ვისაც ეს აწყობს. კოალიცია ქართული ოცნების წევრები ეხმაურებიან აღნიშნულ თემას ,დეპუტატი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია,უმრავლესობის ერთ ერთი ლიდერი ეკა ბესელია კი აცხადებს რომ ის ტრაგედიას ვერ ხედავს იმაში რომ ინდივიდუალურად მოსინჯონ ძალები კოალიციაში შემავალმა პარტიებმა.