თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის დაწყებას აპირებენ

90

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის დაწყებას აპირებენ. როგორც  თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობიდან განაცხადეს, ლადო პაპავას რექტორად მოსვლის შემდეგ უნივერსიტეტში შევარდნაძისდროინდელი ძალოვანი პირები დამკვიდრდნენ, რასაც ისინი აპროტესტებენ.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრები თსუ-ს მეორე კორპუსის ფოიეში დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ და შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ განაცხადებენ.