“პეტრო პოროშენკოს ბლოკმა” მმართველი კოალიცია დატოვა. ფრაქციამ უმაღლეს რადაში კოალიციაში წევრობის შეჩერება ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევამდე გადაწყვიტა. ამის შესახებ ფრაქციის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ფრაქციის თავმჯდომარე იური ლუცენკო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს, რის შემდეგაც “კოალიცია საბოლოოდ შეწყვეტს თავის არსებობას”.
მანამდე “პეტრო პოროშენკოს ბლოკმა” უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატად პარლამენტის სპიკერი ვლადიმერ გროისმანი დაასახელა.
როგორც 23 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, “უკრაინის ინტერესებშია”, რომ პარლამენტმა მთავრობის ახალი შემაგენლობა 29 მარტს დაამტკიცოს.