ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი ე.წ. მატროსოვის ციხეში შევიდა

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი ე.წ. მატროსოვის ციხეში შევიდა. ის საპატიმროში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს – ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას და გიგი უგულავას მოინახულებს. შესვლამდე EPP-ს პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია.
#9 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟოზეფ დოლის ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ახლობლები დახვდნენ. მათ ჟოზეფ დოლისთან გასაუბრება და იმ დოკუმენტების გადაცემა სურდათ, რაც აღნიშნული პოლიციელების საქმეს უკავშირდება.
როგორც ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტიამ განაცხადა, მათ სურთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მხარდაჭერა მიიღონ აღნიშნულ საქმეზე იმ ფარგლებში, რაც ჟოზეფ დოლის შეუძლია.

მსგავსი სიახლეები