პარლამენტის სხდომა 1-ელ აპრილს გაიმართება

პარლამენტის პლენარული სხდომა პარასკევს გაიმართება. როგორც ვიცე-სპიკერმა, სხდომის წამყვანმა მანანა კობახიძემ განაცხადა, დღეს პლენარული სხდომა აღარ გაიმართება.
“საქართელოს რეგლამეტის 133-ე მუხლის თანახმად, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ ვინაიდან დღის პირველ ნახევარში ვერ შედგა კვორუმი, საღამოს ხელმეორე რეგისტრაცია აღარ გაიმართოს, რადგან მოსალოდნელი აღარ არის დეპუტატების რაოდენობის გაზრდა. შესაბამისად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შემიძლია მივიღო ეს გადაწყვეტილება. საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტის დელეგაცია, დეპუტატების ნაწილი ქუთაისში იმიტომ არ არის, რომ მათ ხვდებიან. სამწუხაროდ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ჩვენი დეპუტატები დაშავდნენ და ისინი ავადმყოფობის გამო აგრძელებენ მკურნალობას. ასევე რამდენიმე დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება სხდომას. სხდომა დღეს არ არის უფლებამოსილი ჩატარდეს. რეგლამეტის თანახმად, სხდომა პარასკევს, 12:00 საათზე გაიმართება სხდომა”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
დღეს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ჩაიშალა.

მსგავსი სიახლეები