დღეს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ელოდებია

38

დღეს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური პლენარულ სხდომაზე ანგარიშით წარსდგება.

სამსახურის საქმიანობის შესახებ დოკუმენტი დეპუტატებს გუშინ უკვე გააცნო მისმა მოადგილემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, კიბერუსაფრთხოებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომელიც ერთ-ერთ საფრთხედ სახელდება.