პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა

41

პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე დღეს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ.
იმისთვის, რომ სხდომა ჩატარებულიყო პლენარულ სხდომათა დარბაზში მინიმუმ 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა რეგისტრაცია პარლამენტის მხოლოდ 54 წევრმა გაიარა.
დეპუტატებმა რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს, თუმცა სხდომათა დარბაზში დეპუტატების საჭირო რაოდენობა არ აღმოჩნდა.