სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილიდან დაიწყება

87

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილიდან დაიწყება, – ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რამდენიმე წუთში ბრიფინგს გამართავს.
4 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია შეეძლება მხოლოდ იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყება 4 მაისს. 4 მაისიდან 25 მაისი ჩათვლით დარეგისტრირება შეეძლება ყველა დანარჩენ მოსწავლეს, ასევე მათ, ვინც ვერ მოახერხეს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე დარეგისტრირება.