უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე პარასკევს დაკითხვაზე დაიბარეს

161

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე პარასკევს დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც საყვარელიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, გუშინ მას დაუკავშირდა პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დიმიტრი სუსი, რომელსაც საყვარელიძე პროკურატურის თანამშრომლების დაშანტაჟებაში ადანაშაულებს.

საყვარელიძის თქმით, დაკითხვა ეხება 2 მილიონი აშშ დოლარის “გაქრობის” საკითხს. საპასუხოდ საყვარელიძემ მოითხოვა, რომ დაკითხვაზე დაბარების შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნონ.

“დაკითხვაზე უპრობლემოდ მივალ და დავეხმარები გამოძიებას”, – წერს საყვარელიძე.

დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან 29 მარტს გაათავისუფლეს.