“გუშინ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს უკრაინა და სირია, ვინ იქნება შემდეგი”? – პეტრო პოროშენკო

62

“გუშინ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს უკრაინა და სირია, ვინ იქნება შემდეგი”? – ასეთი კომენტარი უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგზე გამოაქვეყნა.

პეტრო პოროშენკომ, რომელიც ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ავღანეთში აშშ-ის მოქალაქეები ბოლო 15 წლის განმავლობაში.

მისი ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 10 000-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 700-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია 8 500 საცხოვრებელი სახლი, 1 მლნ 800 ათასი ადამიანი დევნილი გახდა, ქვეყნის ტერიტორიის 7% ოკუპირებულია, ეკონომიკის 20% კი განადგურებული.

რუსეთის მხარდამჭერ მებრძოლთა ტყვეობაში ამ დრომდე 120 ადამიანია, მათთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს.

უკრაინის 11 მოქალაქე რუსეთშია დაპატიმრებული, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.