საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით “რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

41

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით “რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე 12:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროებს.
პრესკონფერენცია პარტიის ოფისში გაიმართება.
როგორც ცნობილია, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26–27 მარტს იმსჯელა.
არსებული ინფორმაციით, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწვეტილება მიიღო.