ბათუმში რევაზ კომახიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

ბათუმში, რევაზ კომახიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, აფეთქება რევაზ კომახიძის ქ. 117-ში, 5-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა 3 ბინა.

როგორც  ბათუმის სამშველო სამსახურის უფროსმა, ხუსეინ სირაბიძემ განაცხადა, დამწვრობა მიიღო 78 წლის მამაკაცმა და ის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება აფეთქების გამოწვევ მიზეზებს, როგორც ხუსეინ სირაბიძემ აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ შემთხვევა გაზის აფეთქებამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 188-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები