განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე “აუდიტორია 115”-ის წევრებს განათლების სამინისტროში ხვდება

137

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე “აუდიტორია 115”-ის წევრებს განათლების სამინისტროში ხვდება. განათლების მინისტრსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შეხვედრა თვითმმართველობის რეფორმას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე “აუდიტორია 115”-ის წევრებმა განაცხადეს, მათ აქვთ კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს თვითმმართველობის რეფორმა. “აუდიტორია 115”-ის წევრები მოისმენენ განათლების სამინისტროს პოზიციას და საერთო ხედვებზე შეჯერდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე განათლების მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო მზადაა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის თვითმმართველობის რეფორმაზე დაიწყოს მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ იქნება შესაბამისი წინადადებები სტუდენტების მხრიდან.