“ებანოიძე მოვიდა, ამიხსნა და მოიბოდიშა” – ეკა ბესელია

პირველი პოლიტიკური დაპირისპირება რესპუბლიკელებსა და ქართულ ოცნებას შორის- დღევანდელ სხდომაზე ერთმანეთს რესპუბლიკელი ნოდარ ებანოიძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაუპირისპირდნენ. დეპუტატების გაღიზიანება და მხარეებს შორის კამათი სკოლამდელი აღზრდის თემაზე საუბარმა გამოიწვია. სხდომის დასრულების შემდეგ მომხდართან დაკავშირებით ორივე მხარემ ისაუბრა.

“ცოტა ზედმეტად გაცხარებული და ჩემთვის არაბუნებრივად გაბრაზებული ჟესტიკულაციით საუბრობდა ამიტომაც იყო ჩემი მხრიდან სუსხიანი რეაქცია. მგონია, რომ უკვე ყველაფერი ამოწურულია იმიტომ, რომ ახლა მოვიდა სულ ცოტა ხნის წინ  ამიხსნა და მოიბოდიშა. უეცრად გავიფიქრე, რომ შეიძლება ეს იყო რაღაც პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე ემოცია. ასე ჩავთვალე და ამიტომ იყო ჩემი ძალიან გულწრფელად და ღიად ნათქვამი ფრაზა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რესპუბლიკელების წევრის ნოდარ ებანოიძის თქმით, მისი კითვები ახალი არ იყო და მას მხოლოდ ლოგიკური და სწორი პასუხების მოსმენა სურდა.

 

მსგავსი სიახლეები