სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

80

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს ეხმაურება.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 2012 წლის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა, რომლის ძირითადი მიზანი მსჯარვდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოებაა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან და შესაძლებლობების ფარგლებში, ითვალისწინებს მის რეკომენდაციებს და მუშაობს ყველა არსებული ხარვეზის და პრობლემის აღმოსაფხვრელად, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების გზით.