კონსერვატორები კოალიციის დატოვებას არ აპირებენ

30

კონსერვატორები კოალიციის დატოვებას არ აპირებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, კონსერვატორები კოალიციის დატოვებასა და ოპოზიციაში გადასვლას არ აპირებენ.  პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა ასევე მიიღო გადაწყევტილება, დაიწყოს კონსულტაციები, თუ რა ფორმით მიიღებენ მიანწილეობას 2016 წლის არჩევნებში  კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში თითქმის ორ საათს გრძელდებოდა, მთავარი განსახილველი თემა კონსერვატორების კოალიციაში ყოფნა-არ ყოფნის საკითხი იყო. სხდომის დასრულების შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.