“ეროვნული ფორუმის” პოზიცია კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე დღეს გახდება ცნობილი

44

რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნული ფორუმი“ – კოალიცია „ქართული ოცნების“ სუბიექტი პოლიტიკური გაერთიანება დღეს, მეხუთე რიგგარეშე ყრილობას  მართავს.

დღის წესრიგში ორი საკითხია – ტოვებს თუ არა „ფორუმი“ კოალიციას და გავა თუ არა არჩევნებზე პარტია დამოუკიდებლად. ტექნიკური სამზადისი უკვე დასრულებულია და შეხვდრის დაწყებამდე კეთდება წინასწარი განცხადებებიც.