”ეროვნულმა ფორუმმა” საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქცია ”ეროვნული ფორუმი” საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნულმა ფორუმმა ყველა ვალდებულება შეასრულა.
”პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე”, – განაცხადა შარტავამ.
გუშინ, პარტიის მიერ გამართულ ყრილობაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ”ეროვნული ფორუმი” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები