პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა 14 მაისს გაიმართება

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა 14 მაისს გაიმართება. როგორც პარტიიდან განაცხადეს, ყრილობაზე აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.
“პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობას წარედგინება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა”, – აცხადებენ პარტიაში.

მსგავსი სიახლეები