დღეს დილით აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სროლა განაახლა

47

დღეს დილით აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სროლა განაახლა, – ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე ღამის განმავლობაშიც ისროდა ნაღმტყორცნებიდან, დილის შვიდი საათიდან კი კონფლიქტის ზონის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ინტენსიური სროლები დაიწყო. მანამდე კი სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, არცრუნ ოგანესიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის შეირაღებულმა ძალებმა დღეს დილით აზერბაიჯანული მხარის კუთვნილი სამი ტანკი გაანადგურეს.