საბძოლო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში სომხეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს მთიანი ყარაბაღის აღიარებას

100
საბძოლო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში სომხეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს მთიანი ყარაბაღის აღიარებას- ამის შესახებ სერჟ სარქსიანმა ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა. სომხეთის ლიდერმა საერთაშორისო გაერთიანებას მოუწოდა აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა აიძულოს. ოფიციალური ბაქო კი სომხეთისგან, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას მოითხოვს. მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე მესამე დღეა ბრძოლები მიმდინარეობს. იერიშებში აზერბაიჯანიც და სომხეთიც ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპასუხო დარტყმის შედეგად მათ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი გაანადგურეს, სადაც სამხედროებთან ერთად გენერლებიც დაიღუპნენ.