კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე პატიმრობაში რჩება

317

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიორგი დგებუაძის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. არგუმენტად, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ის ფაქტი მოიყვანა, რომ გიორგი დგებუაძე არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან დაკავებამდე და იმყოფებოდა მიმალვაში.

მოსამართლემ დასაბუთებულად მიიჩნია პროკურორის ვარაუდი, რომ გათავისუფლების შემთხვევაში დგებუაძე თავს აარიდებდა მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას და მოახდენდა მოწმეებზე ზეწოლას, მტკიცებულების განადგურებას და შესაბამისად, არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.

გიორგი დგებუაძის საქმეზე სასამართლო პროცესი 17 მაისამდე გადაიდო. გადადების მოთხოვნა გამომდინარეობდა დაცვის მხარის შუამდგომლობიდან, რათა ბრალდებულ გიორგი დგებუაძეს ჰქონოდა შესაძლებლობა გაცნობოდა საქმის მასალებს, რისთვისაც გონივრული ვადა იყო საჭირო. ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას დაეთანხმა.