უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გადადგა

167

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.  გამოცემის ცნობით, იაცენიუკმა გადადგომის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა. „დღეიდან, უფრო ფართო ამოცანებს ვხედავ, ვიდრე მთავრობის მეთაურის მოვალეობებია“ – აცხადებს მიმართვაში იაცენიუკი.