ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო ხვალ, მედიას 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მიგნებები.
კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გაიმართება. კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალიდან 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.