მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე დაინიშნოს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი, შესაძლოა, ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიკავოს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.
გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის გადადგომის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს, თუმცა, ახალი მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც როგორც დაგეგმილია, უმაღლესი რადას სპიკერი ვლადიმირ გროისმანი უხელმძღვანელებს, დიდი ალბათობით შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, იუსტიციის მინისტრი პაველ პეტრენკო და კულტურის მინისტრი ვიაჩესლავ კირილენკო პოსტებს შეინარჩუნებენ.
როგორც გამოცემა წერს, სავარაუდოდ შეიცვლება ფინანსთა მინისტრი ივან მიკლოში, დეპუტატი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე კი, ევროინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტზე გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები