რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის საქმეზე მეგის ქარდავას ახალი ბრალი წარედგინა

შუამავლის მეშვეობით მეგის ქარდავა რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 7 აპრილს გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალის დადგენის შესახებ და 8 აპრილს ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად იქცა მიცემული საქართველოს მოქალაქე მეგის ქარდავა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ე ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით ჩადენიშვილი დაშაულისთვის, საქართველოს მოქალაქე, გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე.

”გამოძიებით დადგენილია, რომ შუამავლის მეშვეობით მეგის ქარდავა რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს, მოსკოვში, 4-კაციანმა ჯგუფმა მკვლელობა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავლი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავემ სცნო. რომან დუმბაძე 2004 წლიდან სასჯელს იხდიდა საქართველოში სხვადასხვა მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის. 2008 წლის 27 აგვისტოს იგი შეიწყალეს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის განკარგულებით. სისხლის სამართის საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი, შესაბამისად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის მასალები არ ხმაურდება”, – განაცხადა გამომძიებელმა.

მსგავსი სიახლეები