უკრაინის რადამ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

47

უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. როგორც „უნიანი“ წერს, ახალ მინისტრთა კაბინეტს დარბაზში მყოფი 367 დეპუტატიდან 239-მა დაუჭირა მხარი. მანამდე კი რადამ უკრაინის პრემიერის პოსტზე ვლადიმერ გროისმანი დაამტკიცა. ამავე დროს საკანონმდებლო ორგანომ დააკმაყოფილა უკვე ყოფილი პრემიერის, არსენი იაცენიუკის გადადგომის შესახებ განცხადება.