”აუდიტორია 115”-ის წევრები თსუ-ში პრემიერის მისვლას ითხოვენ

მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომ მოვიდეს და ჩვენს მოთხოვნებზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, – განაცხადა ”აუდიტორია 115-ის” წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ.  ”აუდიტორია 115”-ის სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან აქციას მართავენ. მათი ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში იმყოფება. შენობის კარი ჩაკეტილია და კარზე აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნეებია გაკრული: 1.უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობებს უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს.

2.დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა.

3.ვითხოვთ პრემიერ-მინისტრის მოსვლას პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში. მთავრობის თავმჯდომარემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს: არის თუ არა მზად მმართველი ძალა წინა ორ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ გასატარებლად; გატარდება თუ არა განათლებისა და მეცნიერების რეფორმა 2013 წელს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით; მზად არის თუ არა მთავრობა გარე რეფორმების მექანიზმის დასანერგად და რა იგეგმება უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად; გაიზრდება თუ არა უნივერსიტეტის დაფინანსება.

  1. ”ოდეერების” საქმის გამოძიება.
მსგავსი სიახლეები