ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს

ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს. პარტიის ყრილობამ, რომელიც   ფილარმონიაში გაიმართა, ჯაფარიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.
“გირჩის” ყრილობაზე დელეგატებმა რეგიონებიდან აირჩიეს პარტიის პოლიტსაბჭო, დაამტკიცეს პარტიის წესდება და აირჩიეს სარევიზიო კომისია.  “გირჩის” პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ლევან ჩოფიკაშვილი, იაგო ხვიჩია, მამუკა კუდავა, ვახტანგ ლოთიაშვილი, თეიმურაზ ციმციშვილი, ნინო დარახველიძე, მარიამ ხუნწარია, ეკატერინე კალანდაძე და ნათია კალაძე.  პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ “გირჩის” ეკონომიკური პროგრამა წარადგინა.    ახალი პოლიტიკური ცენტრის ”გირჩის“ თავმჯდომარე   გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ „გირჩმა“ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კოალიცია ან ბლოკი შექმნას . ამის შესახებ ჯაფარიძემ „გირჩის“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მისი არჩევის შემდეგ განაცხადა.  ჯაფარიძის თქმით, ”გირჩის” მიზანი არ არის ნებისმიერი ხერხით პარლამენტში მოხვედრა, მისი მიზანია თავისი ხედვებისა და პრინციპების დაცვა და მოსახლეობამდე მიტანა.  მისი თქმით, მთავარია, თუ რა მხარდაჭერას მოიპოვებს ”გირჩი” მოსახლეობისგან.     “გირჩი” აქტიური პოლიტიკური კამპანის დაწყებას  17 აპრილიდან იწყებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები