თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტი.  ”აუდიტორია 115”-ის წევრებმა აქცია   უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაიწყეს, შემდეგ კი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს, მოგვიანებით კი  სტუდენტები მსვლელობით,

მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ  პრემიერ-მინიტრთან შეხვედრის იმედით, თუმცა მათ   გიორგი  კვირიკაშვილი  არ შეხვედრია.

 

სტუდენტებმა სახელმწიფო კანცელარიიდან კვლავ თსუ-ს მე-6 კორპუსთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია: უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობებს უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა.  სტუდენტები ასევე მოითხოვენ თსუ-ს პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში პრემიერ-მინისტრის მისვლას. აქციის მონაწილეები აგრეთვე ითხოვენ ”ოდეერების” საქმის გამოძიებას.                                                                                                                                                              უნივერსიტეტის  მე-6 კორპუსთან   თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,  ვლადიმერ პაპავა   იმყოფებოდა  სადაც მან განაცხადა, რომ სტუდენტებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია, რა ფორმით გამოეხმაურება სტუდენტების მოთხოვნას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტების პროტესტს      ილიაუნის სტუდენტები შეურთდნენ. აქციას   ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც შეუერთდა. მისი თქმით, სტუდენტების მოთხოვნები   სამართლიანია.   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციას  ასევე   ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილიც შეუერთდა.  აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორის, გოდერძი ტყეშელაშვილის განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ და იზიარებენ იმ მოთხოვნებს, რომელსაც ”აუდიტორია 115” აყენებს. მისი განცხადებით, ასევე თუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სამშაბათამდე არ გადადგება, შესაძლებელია რადიკალური ზომები მიიღონ.

მსგავსი სიახლეები