ნადეჟდა სავჩენკო შიმშილობის შეწყვეტას დათანხმდა

რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც 22 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, შიმშილობას წყვეტს. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
მან პირადად დაურეკა რუსეთის საპატიმროში მყოფ სავჩენკოს და შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.

„დავურეკე ნადეჟდა სავჩენკოს. პირადად გადავეცი მხარდაჭერისა და აღფრთოვანების სიტყვები. დეტალურად ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტთან გუშინდელი საუბრის დეტალებზე. დადასთან და დასთან ერთად ვთხოვე შიმშილობის შეწყვეტა. დიდი მადლობა, რომ დამთანხმდი“, – წერს პეტრო პოროშენკო.

პრეზიდენტის განცხადებით, მზადაა პირადი თვითმფრინავი რუსეთში გაგზავნოს ნადეჟდა სავჩენკოს სამშობლოში დასაბრუნებლად. მისივე თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს მის გასათავისუფლებლად.

მსგავსი სიახლეები