საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე  სიტყვით   გამოვიდა .  კვირიკაშვილმა   სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვიზალიბერალიზაციაზე   გაამახვილა ყურადღება . მის თქმით,   ევროპაში პირდაპირი გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად.    პრემიერის   განმარტებით, ვიზალიბერალიზაცია იქნება საქართველოს ევროპაში დაბრუნება დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ.  საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ”ქვეყნის ასეთ აყვავებას” ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამემამულეებიც დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად იზეიმებენ. ”საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ ერთხელ დაუდასტურებს და დაანახებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და დადებითია პროევროპული მიდგომა. ეს მათ გაუჩენს უფრო მეტ მოტივაციას ჩვენთან ერთად იზეიმონ ქვეყნის ეს აყვავება”, – დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი  თქმით,  საქართველოს მთავრობის წინაშე არსებული ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში,  აფხაზეთსა და  ცხინვალში შექმნილი სიტუაცია .  მისვე თქმით, როგორც ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციას, ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვაში.   მისივე თქმით,  საქართველო არის ნახევრად ოკუპირებული და მთლიანად ევროპული.
მთავრობის მეთაურმა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, ”მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლითაც ყველა ვიამაყებთ”.

მსგავსი სიახლეები