თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალვთაძე გახდა

66

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალვთაძე გახდა. მას მხარი 526-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. კენჭისყრის პროცედურა 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდა.

საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე , ლევან გორდეზიანი , დარეჯან თვალვთაძე და გიორგი ანდრიაძე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. არჩევნებს 16 ინდივიდიაულური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა.

არჩევნებში სულ 1 311 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.