პოპ ვარსკვლავი “პრინცი” გარდაიცვალა

66

პოპ ვარსკვლავი პრინცი მის ხმის ხმის ჩამწერ სტუდიაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.

როგორც independent-ი წერს პრინცის ცხედარი მინესოტას შტატში ადგილობრივი დროით 9:43 წუთზე აღმოაჩინეს.

ცნობილი ხდება, რომ აპრილის დასაწყისში პრინცმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ატლანტაში დაგეგმილი კონცერტი გადადო. მისი წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ 57 წლის ვარსკვლავი გაცივდა, თუმცა მოგვიანებით მას მდგომარეობა გაურთულდა. გასულ პარასკევს პრინცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მალევე გამოწერეს.