ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა შიმშილობა შეწყვიტეს

58

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა   შიმშილობა  დროებით, აღდგომის დღეებთან დაკავშირებით შეწყვიტეს. პროფესორების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება.

საერთო გადაწყვეტილებას არ იზიარებს ერთ-ერთი მოშიმშილე,  ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი    ფირალ კობიაშვილი.
სტუ-ს პროფესორები პროტესტის უკიდურეს ფორმას   რამდენიმე  დღის განმავლობაში მიმართავდნენ. ისინი, რექტორის გადადგომასთან ერთად, რეფორმის პროცესის დაჩქარებასა და უნივერსიტეტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი მოშიმშილე გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით სულ 5 ადამიანი შიმშილობდა.