შ.პ.ს ,,მაესტროს” მესაკუთრეთა სიაში ცვლილებაა

39

შ.პ.ს ,,მაესტროს” მესაკუთრეთა სიაში ცვლილებაა. საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებში მაკა ასათიანის ნაცვლად გაჩნდა ახალი მფლობელი- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მედია ფინანს გრუპი”, რომლის დარეგისტრირების ადგილად ნიდერლანდებია მითითებული. საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე ,,მაესტროს” მესაკუთრეებად ამჟამად დაფიქსირებულნი არიან- მამუკა ღლონტი- 15 %, ეკატერინე აკობია -5%, გიორგი გაჩეჩილაძე -55% და ,,მედია ფინანს გრუპი”-25%.