პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრთა განახლებული შემადგენლობა ცნობილია

275

პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრთა განახლებული შემადგენლობა ცნობილია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა პარტიამ დღევანდელ ყრილობაზე დაამტკიცა.

უფრო კონკრეტულად, ”ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოში რჩებიან პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე და ნოდარ ხადური, ასევე პოლიტიკურ საბჭოს უერთდება პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, ესენი იქნებიან: დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე.